დილერებისთვის
გამოიმუშავე 2 ₾ ყოველ კონტეინერზე
შენი კლიენტი კონტეინერის მონიტორინგში იხდის 12 ₾-ს, შენ კი ყოველ გადახდაზე იღებ 2 ₾-ს. თანხის გატანა შეგიძლია 50 ₾-დან.
დარეგისტრირდი დილერადროგორ მუშაობს
- დარეგისტრირდი დილერად
1 წუთი: სახელი, ტელეფონი და ელფოსტა ან Google / Apple.
- მიიღე შენი ბმული
პანელში გელოდება პირადი ბმული და კოდი. გაუგზავნე კლიენტებს Viber-ით, WhatsApp-ით ან Facebook-ით.
- კლიენტი იხდის
კლიენტი ბმულით შემოდის, რეგისტრირდება და კონტეინერის მონიტორინგს იხდის.
- მიიღე ფული
ყოველ გადახდილ კონტეინერზე +2 ₾ შენს ბალანსზე. 50 ₾-დან გაიტან საბანკო ანგარიშზე.
რამდენს გამოიმუშავებ?
გაანგარიშება: 2 ₾ × შენი კლიენტების გადახდილი კონტეინერი.
ხშირი კითხვები
ვის შეუძლია დილერობა?
ნებისმიერს: ავტოიმპორტიორებს, მანქანების დილერებს, ბროკერებს და ექსპედიტორებს, ვისაც კლიენტები აშშ-დან, ევროპიდან ან აზიიდან კონტეინერით ჩამოაქვთ.
როდის ჩამეთვლება თანხა?
როცა შენი ბმულით დარეგისტრირებული კლიენტი კონტეინერის მონიტორინგს გადაიხდის — ყოველ გადახდილ კონტეინერზე 2 ₾. კლიენტი შენზე რჩება შემდეგ შეკვეთებზეც. თუ შეკვეთის თანხა კლიენტს დაუბრუნდა, ამ შეკვეთის წილიც უქმდება.
როგორ გავიტანო თანხა?
როცა ბალანსი 50 ₾-ს მიაღწევს, პანელში ჩაწერე IBAN და დააჭირე „მოთხოვნას“. თანხას საბანკო ანგარიშზე გადმოგირიცხავთ და ბალანსი განულდება.
რამდენ ხანს ახსოვს ბმული კლიენტს?
ბმულის გახსნის შემდეგ 60 დღე. თუ კლიენტი ამ დროში დარეგისტრირდება, შენზე ჩაიწერება. ვინც უკვე გადამხდელი კლიენტია, ბმულით აღარ გადაიწერება.
რას ვხედავ ჩემს კლიენტებზე?
პანელში ხედავ კლიენტის სახელს, გადახდის თარიღს და კონტეინერის ნომერს — ზუსტად იცი, ვინ გადაიხადა შენი ბმულით. სხვა პირად მონაცემებს ვერ ხედავ.